საზოგადოება

ფესტივალი STEM-განათლება თბილისში პირველად ჩატარდება

06.06.18 19:00


ფესტივალი STEM-განათლება, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას, თბილისში შაბათს, 9 ივნისს გაიმართება, იუწყება Новости-Грузия ღონისძიების ორგანიზატორებზე დაყრდნობით.

ბოლო წლებში მსოფლიოს მასშტაბით მოსწავლეებს შორის სულ უფრო პოპულარული ხდება STEM-განათლება (Science, technology, engineering and mathematics). აღნიშნული მეთოდიაერთიანებს მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ინჟინერიას, მათემატიკასდა ამასთან მოსწავლეებს ეხმარება თეორიის არამარტო პრაქტიკული მეცადინეობებით შესწავლაში, არამედ გაცნობიერებაში, თუ რისთვის შეიძლება გამოადგეთ მიღებული ცოდნა.

ამის წყალობით მოსწავლეების თვალსაწიერი ფართოვდება და ისინი ისეთი პროექტების გამომგონებლები ხდებიან, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებას აღწევენ.

STEM-განათლების ფესტივალზე ახალბედა სწავლულები და გამომგონებლები დამთვალიერებლის წინაშე საინტერესო სამეცნიერო პროექტებს წარმოადგენენ და მათ შესთავაზებენ სხვადასხვა გასართობ აქტივობებში მონაწილეობის მიღებას.

ღონისძიებების ძირითადი ნაწილი მიეძღვნება ექსპერიმენტებს შოუს ელემენტებით.

მონაწილეები საკუთარი ნამუშევრების წარდგენას სავაჭრო ცენტრ East Point-ში შეძლებენ.

ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ არამარტო გაეცნონ მოსწავლეების პროექტებს, არამედ მონაწილეობა მიიღონ ქიმიის, ფიზიკის, ინჟინერიისა და ა.შ. ექსპერიმენტებში.

"უკვე ათ წელზე მეტია IYIPO-ს (International Young Inventors Project Olympiad) საორგანიზაციო კომიტეტი პედაგოგებსა და მოსწავლეებს სხვადასხვა სამეცნიერო პროექტებს წარუდგენს. წელს STEM-ფესტივალის ფორმატში ჩვენ მოსწავლეების წახალისება გადავწყვიტეთ. მსგავს პროექტებშ ბავშვების ჩართულობა ხომ მოტივაციაა ახალი გამოგონებების შექმნისთვის", — განაცხადა ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა საფეტ ბაირაჰტუტანმა.

მთლიანობაში ფესტივალის სტუმრები დაახლოებით 60 საინტერესო ექსპერიმენტისა და ინოვაციური გამოგონების დათვალიერებას შეძლებენ.

პროექტში მონაწილეობას იღებენ 12-18 წლის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას, პროექტებსა და იდეებს გაუზიარებენ.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები