საზოგადოება
06.06.18 19:30
დედაქალაქის მერია ვარკეთილის ხიდების აღდგენა-რეკონსტრუქციას იწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის განცხადებით, ხიდები ათეულობით წელია ექსპლუატაციაშია და მისი რეაბილიტაცია აქამდე არ განხორციელებულა.
„მინდა ვაცნობო თბილისელებს, რომ ჩვენ დღეს ვიწყებთ კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურულ პროექტს – ვარკეთილის ხიდების აღდგენა-რეკონსტრუქციას. პროექტი ეფუძნება კვლევას, რომლითაც შეფასდა მისი ტექნიკური მდგომარეობა და დადგინდა აღდგენითი სამუშაოების საჭიროება. ხიდების რეკონსტრუქცია შვიდი თვის განმავლობაში გაგრძელდება და ეს პროცესი მოიცავს დაზიანებული რკინა-ბეტონის კონსტრუქციის დემონტაჟსა და ახლის აშენებას, ჰიდროიზოლაციისა და წყალარინების სისტემის მოწყობას და სხვა სახის სამუშაოებს. ძირითადი კონსტრუქციის აღდგენის შემდეგ, დაიგება ასფალტის ახალი საფარი.
პროექტის ღირებულება მილიონ ნახევარი ლარია და შემიძლია ვთქვა, რომ როგორც წელს, ისე მომდევნო წლებში კიდევ არაერთი ასეთი მასშტაბური პროექტი განხორციელდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.
ამასთან, როგორც მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, პროექტის განხორციელების პროცესში თბილისის მერია საპატრულო პოლიციასთან ერთად კოორდინირებულად იმუშავებს საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებით დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად.
სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილის და ჯავახეთის ქუჩის გადაკვეთაზე საავტომობილო ხიდი-გზაგამტარის (ე.წ ვარკეთილის ხიდები) აღდგენა – რეკონსტრუქციის სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახური ახორციელებს.
პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე, სამი თვით, საავტომობილო მიმოსვლა შეიზღუდება თბილისიდან აეროპორტის მიმართულებით; ამ პერიოდში საავტომობილო მიმოსვლა გადაერთვება საპირისპირო მიმართულებაზე და მოძრაობა გახდება ორმხრივი; სამუშაოების წარმოების მეორე ეტაპზე შეზღუდვა იმოქმედებს აეროპორტიდან თბილისისკენ მომავალ მიმართულებაზე და საპირისპირო მიმართულება გახდება ორმხრივი.
სამუშაოებს აწარმოებს მერიის კონტრაქტორი კომპანია „პასაჟი საქართველო“. სარეაბილიტაციო ღირებულება 1 581 600 ლარს შეადგენს.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 118
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24