მსოფლიო

მთიან ყარაბაღში ე.წ. სამხედრო გადატრიალებას არ გამორიცხავენ

06.06.18 19:45


პარტია „ეროვნული აღორძინების“ ლიდერის ტიგრან გრიგორიანის განცხადებით, მთიან ყარაბაღში უკანონო რეჟიმის სამხედრო დამხობა არ არის გამორიცხული.

მისი თქმით, ყარაბაღის მცხოვრებლები ფხიზლად უნდა იყვნენ და გადატრიალება არ დაუშვან.

რადგან, მისი თქმით, „სახელმწიფო მინისტრი არიკ არუთუნიანი ძალოვანების წნეხის შედეგად გადადგა. გასულ კვირას კი, ის მომიტინგეთა მხარდასაჭერად გამოვიდა და მოუწოდებდა მათი მოთხოვნები დაეკმაყოფილებინათ, რაც ძალოვანი ორგანოების ხელმძღვანელობის გადაყენებას გულისხმობდა“,-განაცხადა გრიგორიანი.

მისი თქმით, „ყარაბახის სეპარატისტთა ლიდერი ბაკო სააკიანი ძალოვანების წნეხის ქვეშ იმყოფება და გეგმავს სპეცსამსახურების უფროსად არშავირ გარამიანი დანიშნოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, განუკითხაობაში დამნაშავეები პირები კი არ დაისჯებიან, არამედ ისინი ყარაბახში ხელისუფლებაში მოვლენ“.

მთაინ ყარაბაღში ე.წ. სახელმწიფო მინისტრი არაიკ არუთუნიანი, პოლიციის უფროსი კამო აგაჯანიანი, ასევე ე.წ. სპეცსამსახურების უფროსი არაიკ არუთუნიანი გადადგა.

ამის მიზეზი სტეპანაკერტში 1 ივნისს დაწყებული საპროტესტო აქცია გახდა, რომლის მონაწილეები ძალოვანი უწყების ხელმძღვანელების გადადგომას მოთხოვდნენ.

პროტესტს წინ 9 ადამიანის ჩხუბი უძღვოდა, რომელთაგან ორი ე.წ. სპეცსამსახურის თანამშრომელი იყო.

საქართველო მთიანი ყარაბაღის ე.წ. დამოუკიდებლობას არ აღიარებს.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები