პოლიტიკა

საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის საზღვაო-სანავიგაციო უზრუნველყოფის კუთხით თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

06.06.18 20:15


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და კორეის რესპუბლიკის საოკეანო და თევზჭერის სამინისტროს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მხარეებს წარმოადგენენ კორეის საზღვაო საქმეთა და უსაფრთხოების ბიურო და სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური“.

მემორანდუმი ითვალისწინებს ქვეყნებს შორის საზღვაო-სანავიგაციო უზრუნველყოფის კუთხით მჭიდრო თანამშრომლობას, სასწავლო კურსებსა და კონფერენციებში მონაწილეობას.

დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს თანამშრომელთა ურთიერთგაცვლით პროგრამებსა და სამუშაო პრაქტიკის გაზიარებას ნავიგაციის დამხმარე საშუალებების გასავითარებლად, რათა საზღვაო ტრანსპორტირებისას საზღვაო ინცინდენტების პრევენციის გზით მოხდეს ადამიანის სიცოცხლის, ქონებისა და გარემოს დაცვა.

მემორანდუმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის“ დელეგაციის კორეის ქალაქ ინჩონში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა - დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო შუქურების ორგანიზაციების საერთაშორისო ასოციაციის (IALA)-ს რიგით მე-19 კონფერენციაში.

კონფერენციაზე განხილულ იქნა მსოფლიო ზღვებსა და ოკეანეებში უსაფრთხო ნაოსნობასთან დაკავშირებული თემები, ასევე IALA-ინდუსტრიული წევრი ქვეყნებისა და ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი იყო ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოფენა. კონფერენციის ფარგლებში ჩატარებული იქნა IALA -ს საბჭოს არჩევნები, სადაც საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურის დირექტორი რევაზ ბაბილუა ორგანიზაციის სხვა წევრი ქვეყნების მიერ დელეგირებული იყო დამკვირვებლის სტატუსით.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები