საზოგადოება

თბილისის მეტროპოლიტენმა მუშაობა განაახლა

06.06.18 20:45


თბილისის მეტროპოლიტენმა მუშაობა განაახლა.

მეტროპოლიტენის მემანქანეებმა გაფიცვა შეწყვიტეს. ჯერ უცნობია, რამდენი პროცენტით გაიზრდება მათი ხელფასები. აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები უახლოეს ხანში დაიწყება.

თბილისის მერს კახა კალაძეს გაფიცული მემანქანეები გვიან ღამით შეხვდნენ, რის შემდეგაც თბილისის მერთან შეხვედრის დეტალები გლდანის დეპოს ტერიტორიაზე მყოფ სხვა მემანქანეებთან ერთად განიხილეს და გაფიცვის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.

თბილისის მეტროპოლიტენი ორი დღე გაჩერებული იყო.




წყარო : /www.presa.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები