პოლიტიკა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, ნატო-ს შემფასებელთა ჯგუფთან შეხვედრა გაიმართა

07.06.18 14:45


ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, თავდაცვისა და ნატო-ს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, ნატო-ს შემფასებელთა ჯგუფის ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ძირითადი საკითხები ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესს, გაწეულ სამუშაოსა და მიღებულ შედეგებზე ეხებოდა. აღნიშნულ პროცესში აქტიურად მიმდინარეობს სამხედრო პერსონალის მართვის ძირითადი სისტემების განვითარება, როგორიცაა რეკურტირება, განვითარება, შენარჩუნება. შესაბამისად განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილი სამხედრო მოსამსახურეების სამოქალაქო საზოგადოებაში რეინტეგრაციისა და ადაპტაციის შესაძლებლობების განვითარება.

შეხვედრას დაესწრნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე, მოადგილეები, მირონ ჩიგოგიძე, ჯანდრი უბირია, საერთაშორისო ურთიერთობების და პროტოკოლის სამმართველოს უფროსი, ქეთევან თევზაძე, ნატოს ექსპერტები: ვალერი რატეჩევი, კრისტოფერ შტაუდი, ნეის ლიუისი, ალექსანდრე ოგოროდინკოვა, მარტიონ კოჟიელი, “იატა-საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ლუკა მგელაძე.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები