საზოგადოება

თბილისში ერთ საღამოს ორი ხანძარი გაჩნდა

07.06.18 15:15


თბილისში 6 ივნისს საღამოს ერთბაშად ორი ხანძარი გაჩნდა, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

ნაძალადევის რაიონში 3 საცხოვრებელი სახლების სახურავი დაიწვა. ხანძარმა 350 კვადრატული მეტრის ფართობი მოიცვა. ცეცხლს 15 სახანძრო ბრიგადა ებრძოდა.

მეორე ხანძარი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ერთი ჰექტარის ფართობზე ბალახი იწვოდა. ადგილზე სამი სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.

ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა. ორივე შემთხვევაში აალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები