პოლიტიკა

ევროსასამართლომ ოპოზიციური პარტიების სარჩელი განსახილველად მიიღო

07.06.18 16:00


სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ოპოზიციური პარტიების სარჩელი, 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, განსახილველად მიიღო.

ამ ინფორმაციის დამადასტურებელი წერილი, პოლიტიკურმა ორგანიზაციამ „თავისუფალი საქართველომ“ მიიღო, რომელმაც ოპოზიციური პარტიების სახელით საჩივარი სტრასბურგში 2018 წლის აპრილში გააგზავნა

სარჩელს 2017 წლის არჩევნებში მონაწილე 10 ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტი აწერს ხელს და მრავალრიცხოვან დარღვევებზე დაყრდნობით, 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვს.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები