პოლიტიკა

თამარ ჩუგოშვილი ლიეტუვის სეიმის პირველ ვიცე-სპიკერს შეხვდა

07.06.18 16:30


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, ლიეტუვაში ვიზიტის ფარგლებში, სეიმის პირველ ვიცე-სპიკერ რიმა ბაშკიენეს და სეიმის წევრ ეგიდიუს ვარეიკისიკის შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა იყო, ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფების აქტიური ჩართულობით.

თამარ ჩუგოშვილი სეიმის წევრებს საქართველოში გატარებულ რეფორმებზე ესაუბრა და მათ გამოცდილებას გაეცნო. მხარეებმა განაცხადეს, რომ მიმდინარე წელი ორივე ქვეყნისთვის გამორჩეულია, რადგან საქართველოც და ლიეტუვაც დამოუკიდებლობის ასი წლის იუბილეს აღნიშნავენ.

შეხვედრას, ასევე ესწრებოდა საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ლიეტუვაში ხათუნა სალუქვაძე.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ლიეტუვასთან გამორჩეულად მჭიდრო ურთიერთობები და მათი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა შეხვედრის კომენტირებისას.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები