საზოგადოება

მკვლელობა „დირსის" ტერიტორიაზე - ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტი ცნობილია

07.06.18 16:45


თბილისის საქალაქო სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს პირი, რომელსაც ბრალად ედება გაბრიელ სალოსის გამზირზე მომხდარი მკვლელობა, ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

მკვლელობა თბილისში 2017 წლის 15 სექტემბერს, მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი „დირსის" ტერიტორიაზე მოხდა. მამაკაცმა საკუთარ ნაცნობს გულმკერდის არეში დანა დაარტყა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა.

პოლიციამ დამნაშავე მკვლელობიდან მეორე დღეს, ქალაქ რუსთავში დააკავა.

მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე „განზრახ მკვლელობის" მუხლით აღიძრა, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნაფიც მსაჯულებს ოთხ საათზე მეტი დრო დასჭირდათ ვერდიქტის გამოსატანად. საბოლოოდ გამამტყუნებელი განაჩენს მხარი ათმა ადამიანმა დაუჭირა, ორი კი წინააღმდეგ წავიდა.

თბილისის სასამართლომ განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებულს 12 წლით პატიმრობა შეუფარდა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები