საზოგადოება

Kavkaz Jazz ფესტივალი იწყება

07.06.18 17:20


თბილისის მერიის და საქართველოს კულტურისა დასპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 7-8 ივნისსთბილისში მე-9 Kavkaz Jazz ფესტივალი გაიმართება, რომლის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს სამხრეთკავკასიაში ჯაზის განვითარებას, შემსრულებლებისკულტურულ დიალოგსა და მათ მეგობრულდაახლოებას, რაც ასევე მათ შემდგომთანამშრომლობას გულისხმობს.

კავკასიური ჯაზის მოყვარულთა თავშეყრისადგილად 7 ივნისს, 20:00 საათზე Jazz Café Singerიქცევა, ხოლო თბილისის მერიის პროექტის„თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, აბანოთუბანშიდასკვნითი ღონისძიება გაიმართება. ერთ სცენაზემსმენელების წინაშე წარსდგებიან შემსრულებლებიაზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, საქართველოდან დასომხეთიდან. კონცერტი 20:00 საათზე დაიწყება დამასზე დასწრება თავისუფალია.

წლევანდელი Kavkaz Jazz ფესტივალის მონაწილეებიარიან:

სალმან გამბაროვი (აზერბაიჯანი) – პიანისტი, კომპოზიტორი, არანჟირება. მონაწილეობდა ისეთცნობილ ფესტივალებში, როგორებიცაა: Montreux Jazz Festival, GIFT, Oriental Jazz Fest, Zelt-Musik-Festival, Beethoven Festival.

მონაწილეები თურქეთიდან – ISTBILISI პროექტი, რომელიც შექმნილია სპეციალურად Kavkaz Jazz ფესტივალისთვის – ბილალ ყარამანი გიტარაზე, მუსტაფა ოლგანზი ელექტრო ქანუნთან და შენთურქოზთაში – ელექტრო ბასზე, მათი შესრულებულიმუსიკა იქნება შერწყმა ტრადიციული დათანამედროვე, აღმოსავლეთისა და დასავლეთისმუსიკის.

ჯორჯ მელ (გიორგი მელიქიშვილი, საქართველო–აშშ) – დასარტყამი, პერკუსიონისტი, კომპოზიტორი, არანჟირება. როგორც გამოცემა New York City Jazz Record-მა უწოდა „ნიუ იორკის ჯაზის და მსოფლიომუსიკის სცენის ვეტერანი“. მან წარჩინებით დაამთავრაპრესტიჟული Berklee College Of Music (აშშ). არისგამოჩენილი არტისტების მრავალი პროექტისმონაწილე და საავტორო პროექტების ლიდერი/კომპოზიტორი და არანჟირებების ავტორი.

არმენ უსნუნცი (სომხეთი) – საქსოფონისტი, კომპოზიტორი, დირიჟორი, სომხეთისდამსახურებული არტისტი, ჯგუფი Time Report დამფუძნებელი, წლების მანძილზეა არტოტუნჯბოიაჯანის ლეგენდარული Armenian Navy Band სოლისტი, 2004-2006 წლებში იყო ერევნისსახელმწიფო კონსერვატორიის მოწვეულიპროფესორი.

Kavkaz Jazz ფესტივალი 2010 წლიდან ტარდება. ამდროის განმავლობაში ფესტივალში მონაწილეობამიიღო 100-ზე მეტმა მუსიკოსმა თერთმეტი ქვეყნიდან.

პროექტის ორგანიზატორია ააიპ Art Bridge. წარმდგენიასაქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვისსამინისტრო, მთავარი მხარდამჭერი კი არისთბილისის მერია.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები