საზოგადოება

დიმიტრი ქუმსიშვილი - 2019 წლის დასაწყისში „ენგურჰესი“ სამი თვით გაჩერდება და ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდება

07.06.18 17:50


დღეს ჩვენ სრულად ვაკმაყოფილებთ ელექტროენერგიის მოხმარებას და ექსპორტზე გაგვაქვს, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 2019 წლის დასაწყისში „ენგურჰესი“ სამი თვით გაჩერდება და ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდება.

"ენგურჰესზე“ ნამდვილად მოხდა ავარია, რომლის მსგავსი ბოლო 20 წლის მანძილზე არ მომხდარა. საკმაოდ მალე, 7 დღეში ავარია იყო აღმოფხვრილი, დღეს უკვე 4 აგრეგატი მუშაობს და სავარაუდოდ მე-5 აგრეგატს ძალიან მალე დავაერთებთ. არსებობს ინტერაქტიული ვებ გვერდი, რომელზეც შეგიძლიათ იხილოთ ელექტროენერგიის გამომუშავება, ასევე საქართველოდან გასული და შემოსული ელექტროენერგია, სადაც ნათლად ჩანს, რომ დღეს ჩვენ სრულად ვაკმაყოფილებთ ელექტროენერგიის მოხმარებას და ექსპორტზე გაგვაქვს. რაც ეხება „ენგურჰესის“ რეაბილიტაციას და იქ ჩასატარებელ სამუშაოებს, მუდმივად ტარდება ეს სამუშაოები, მათ შორის დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით. 2019 წლის დასაწყისში „ენგურჰესი“ სამი თვით გაჩერდება და ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდება. ეს გეგმა არის აბსოლუტურად გამჭვირვალე და შეთანხმებული. რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. წელსაც ჩვენ 2 აგრეგატის რეაბილიტაცია მოვახდინეთ. იქ საინვესტიციო პროგრამა მუდმივად მიმდინარეობს", - განაცხადა ქუმსიშვილმა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები