პოლიტიკა

საქართველო და სომხეთი სტრატეგიული პარტნიორები გახდებიან?

07.06.18 18:30


საქართველოსა და სომხეთის ხელისუფლებები ქვეყნებს შორის ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლას აპირებენ, თუმცა, შესაბამისი დოკუმენტის გაფორმებისთვის მუშაობა ჯერ არ დაწყებულა, განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–სპიკერმა ტიგრან ბალაიანმა პრესკონფერენციაზე.

ფაშინიანი საქართველოში მოიწვიეს.

ამ ფორმით შეაფასა ბალაიანმა სომხეთის პრემიერ–მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, რომელიც 30–31 მაისს შედგა. პრესკონფერენციის დროს ბალაიანი დაინტერესდა შესაძლებელი იყო თუ არა ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმება.

„ნათელი იყო (ვიზიტის დროს – რედ.) რომ ჩვენ და საქართველოშიც უბრალო მიდგომაა – მაქსიმუმი გაკეთდეს იმისთვის, რომ ორ ქვეყანას და ხალხებს შორის თბილი ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდეს. როგორი ფორმის დოკუმენტი ან ფორმულირება ექნება ამას – თუ ჩვენ გავაფორმებთ ახალ შეთანხმებას ან მოლაპარაკებას – ეს უკვე შესაძლებლობების საკითხია“, – განაცხადა ბალაიანმა.

მისი სიტყვებით, მსგავსი დოკუმენტის გაფორმების შესახებ მოლაპარაკებები ჯერჯერობით არ მიმდინარეობს.

„დიპლომატია – შესაძლებლობების ხელოვნებაა. აღნიშნულ მომენტში ახალი დიდი შეთანხმების გაფორმებისთვის მუშაობა არ მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენ არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ მსგავსი სამუშაო ჩატარდება“, – დაასკვნა მან.

საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივლისს დამყარდა. მხარეები თანამშრომლობენ სხვადასხვა სფეროებში, განსაკუთრებით, ვაჭრობის მიმართულებით. ქვეყნებს შორის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი მოქმედებს და სომხეთი საქართველოს ძირითადი პარტნიორი ქვეყნების ათეულში შედის.

გარდა ამისა, საქართველო სომხეთის მოქალაქეებისთვის დასვენების პოპულარული ადგილია.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები