პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ ლატვიის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

07.06.18 18:45


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ლატვიისრესპუბლიკის ახლადდანიშანულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩსსაქართველოში, ინგრიდა ლევრენცეს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულიწარმატებული პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობამიმოიხილეს, რომელსაც, მხარეების შეფასებით, სამომავლოდ კიდევუფრო გაღრმავებისა და განვითარების შესანიშნავი პოტენციალი გააჩნია.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართველ და ლატვიელ ხალხს შორისკულტურის სფეროში თანამშრომლობას. ყურადღება, ასევე, გამახვილდა მჭიდრო საპარლამენტთაშორისო ურთიერთობისა დაგამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს მადლობაგადაუხადა ლატვიის მხრიდან საქართველოს ევროპული დაევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

თავის მხრივ, ინგრიდა ლევრენცემ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა,სხვადასხვა მიმართულებით, საქართველოს გამოცდილება გაუზიაროს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ახლადდანიშნულ ელჩსწარმატებები უსურვა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნადაუდასტურა.



წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები