პოლიტიკა

სერგი კაპანაძე: ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად დავიცვათ დაზარალებულების უფლებები

07.06.18 19:15


პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ კომისიის მთავარი ამოცანა დაზარალებული მხარის უფლებების მაქსიმალური დაცვაა.

ხოლო, რაც შეეხება მსხვერპლის ინტერესების დამცველი დაესწრება თუ არა გამართულ სხდომებს, ამასთან დაკავშირებით, თავმჯდომარე აცხადებს, რომ დაზარალებული მხარის ადვოკატის გარეშე, ამ პროცესების წარმართვა შეუძლებელია.

“კომისიის მუშაობაში, რა თქმა უნდა, ჩართული იქნება დაზარალებული ყველა მხარე, მათ შორის, ბუნებრივია, ზაზა სარალიძეც. პირველ რიგში, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ჩვენი ამოცანაა დავიცვათ დაზარალებულების უფლებები მაქსიმალურად. შეუძლებელია, მსხვერპლის ინტერესების დამცველის გარეშე, ეს პროცესები წარიმართოს, ის ყველა იმ სხდომას დაესწრება, რომელზეც კანონი ამის საშუალებას მისცემს”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა, ხორავას ქუჩის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. 17-კაციან კომისიაში უმრავლესობით – 9 წევრით “ევროპული საქართველოა“ წარმოდგენილი, ხოლო “ქართული ოცნება“ ექვსი დეპუტატითაა წარმოდგენილი. ხოლო, ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსიდან“ – ადა მარშანია და ასევე, დამოუკიდებელი დეპუტატი – სალომე ზურაბიშვილი. კომისიას სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები