პოლიტიკა

მარიამ ჯაში: რასაც კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს, მსგავსი მასშტაბის პროექტები ბოლო 25 წლის მანძილზე არ განხორციელებულა

07.06.18 19:30


პარლამენტში კულტურისა და სპორტის სამინისტროს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის ინფორმაციით, ეს არის რიგით მეორე პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტში, რომელიც აჯამებს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას.

„18 მუზეუმის, 20 თეატრის სრული რეაბილიტაცია და რეკონსტრუქცია უკვე განხორციელდა და მიმდინარეობს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტისა და აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებიც დავათვალიერეთ კულტურისა და სპორტის მინისტრთან ერთად. მსგავსი მასშტაბის პროექტები ბოლო 25 წლის მანძილზე არ განხორციელებულა. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომელიც იდგა ამ პროექტების სათავეში როგორც ფინანსური კუთხით, ასევე განხორციელების თვალსაზრისით”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა. მისი ინფორმაციით, ძირითადი ფინანსური რესურსები უზრუნველყოფილი იქნა საქართველოს მთავრობის და ფონდი “ქართუს” მიერ. მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში დასრულდება ზუგდიდის, ოზურგეთის, სენაკის თეატრების, ასევე, თბილისის სომხური დრამატული თეატრის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხი.

ღონისძიება განათლების, მეცნიერებისა და კულტურისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების მხარდაჭერით განხორციელდა.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები