საზოგადოება

ახალქალაქში 39 წლის უცხოელი ქალბატონის ცხედარი იპოვეს

07.06.18 20:15


ახალქალაქში უცხცოეთის მოქალაქე საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მეზობლებმა 39 წლის ქალბატონის ცხედარი გუშინ ე.წ. სამხედრო დასახლებაში აღმოაჩინეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მან ბინა ახალქალაქში რამდენიმე თვის წინ დაიქირავა.

„რამდენიმე დღის გარდაცვლილია, არ ვიცით აქ რას საქმიანობდა", — განაცხადეს მეზობლებმა.

შემთხვევის ადგილზე ექსერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115–ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხობს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები