პოლიტიკა

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საკითხის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა დღეს გაიმართება

08.06.18 14:30


ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა დღეს გაიმართება.

კომისიის თავმჯდომარის სერგი კაპანაძის თქმით, ეს იქნება პირველი პროცედურული შეხვედრა, რომელზეც დებულება დამტკიცდება. ამის შემდეგ ის ბიურომ უნდა დაამტკიცოს და კომისიას შეეძლება საქმიანობას შეუდგეს.

"ჩვენი ამოცანაა, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ მალე დაიწყოს საქმიანობა. პირველი სხდომა პარასკევს გვექნება, მაგრამ მანამდე ჩვენ მაქსიმალურად ვხვდებით ყველა იმ პირს, რომელიც შეიძლება იყოს დაინტერესებული ან ჩართული ამ პროცესში“, - განუცხადა გუშინ ჟურნალისტებს სერგი კაპანაძემ.

დღეს, 11:00 საათზე სერგი კაპანაძე პარლამენტში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს შეხვდება.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები