პოლიტიკა

ტატუნაშვილის მკვლელობა და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია - ევროპარლამენტის მხარდამჭერი რეზოლუცია

08.06.18 15:45


ევროპარლამენტის ახალ რეზოლუციაში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ცხინვალის ციხეში არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობის საქმე, მოხვდა.

ევროპარლამენტარები საქართველოს მზარდაჭერას უცხადებენ და რუსეთის აგრესიას გმობენ.

არსებული ინფორმაციით, რეზოლუციის ტექსტში არაერთხელ არის გამოყენებული ტერმინი "ოკუპაცია".

„ევროპარლამენტი ძალიან ცალსახად აფიქსირებს თავის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული და ყველა იმ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე რაც უკავშირდება ოკუპაციას იქნება ეს ადამიანის უფლებების მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე თუ სხვადასხვა ამაზე ძალიან მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს ევროპარლამენტი.

ყველა ძირითად პოლიტიკური პარტია ამ რეზოლუციას მხარს უჭერს და ერთიანი პოლიტიკური სულისკვეთებაა ევროპარლამენტში“-აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი.

სესიაზე მოხსენებით წარდგება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი, რის შემდეგ დებატები დაიწყება.

წინასწარი ინფორმაციით, რეზოლუციის ტექსტს ევროპელმა დეპუტატებმა კენჭი 14 ივნისს უნდა უყარონ.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები