საზოგადოება

Gem Fest-ის ნაცვლად მთავრობა ანაკლიაში Echo Waves–ს 4 მილიონით დააფინანსებს

08.06.18 17:50


საქართველოს მთავრობამ Check in Georgia–ს ფარგლებში მუსიკალური ფესტივალის ჩასატარებლად 4 160 000 ლარით აფინანსებს.

მთავრობის განკარგულების მიხედვით, ფესტივალი Anaklia Echo Waves “ტურისტულად მნიშვნელოვანი კულტურული” ღონისძიებაა. ფესტივალი ანაკლიაში 2018 წლის 23–26 აგვისტოსაა დადგეგმილი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძრავნელმა 5 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ფესტივალის ბიუჯეტი 6 მილიონი ლარია. დანარჩენ 2 მილიონს ფესტივალის ორგანზოატორები აანაზღაურებენ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ფესტივალის ფესტივალის დადასტურებულ არტისტებს შორის არიან:

Solomun,
Juan Atkins
Dzijan Emin
GPO,
Francesco Tristano
Guti live
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები მსოფლიო სხვა მნიშვნელობის მქონე ლაივ-შემსრულებლებთან და დიჯეებთან, რომლებიც ფესტივალის სახელს უფრო სოლიდურს და მიმზიდველს გახდიან.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 4 დღიანი ფესტივალის მიზანი რეგიონის კულტურულ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა და ტურისტულად მიმზიდველი პროექტის შექმნაა. მუსიკის გარდა, ფესტივალი მოიცავს სპორტულ გამაჯანსაღებელ აქტივობებს, სხვადასხვა ტიპის სახელოვნებო თუ კულტურულ ღონისძიებებს, სოციალურ და საგანმანათლებლო პროექტებს.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ფესტივალი ევროპაში ერთერთ საუკეთესო და პოპულარულ ფესტივალ EXIT-ის ქოგის ქვეშ ჩატარდება. EXIT 2000 წლიდან სერბეთში, მონტენეგროში, ხორვატიაში, რუმინეთსა და ბოსნიაში გამართულა.

ანაკლია პროექტის დამფუძნებელი, ნანე კონსტანტინოვი, რომელიც მრავალი წელია ახორციელებს ღონისძებებს, 25 ქვეყანაში 3000–ზე მეტი ღონისძიება აქვს ჩატარებული.

საბიუჯეტო მხარდაჭერას მუსიკალური ფესტივალი “GEM Fest” იღებდა, რომელიც ანაკლიაში 2015 წლიდან 2017 წლამდე ივლისსა და აგვისტოში იმართებოდა. 2017 წელს ფესტივალი პროექტის “ჩექინ ჯორჯიას” ფარგლებში ჩატარდა და ორგანიზატორების თქმით, სახელმწიფომ ფესტივალი დაახლოებით 2 000 000 ლარით დააფინანსა.

GEM Fest-ის დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ 2017 წლის აგვისტოში განაცხადა, რომ ფესტივალი ფინანსურად წარუმატებელი აღმოჩნდა. ამის მთავარ მიზეზებად კი მისი მცდარი წარმოდგენა , უამინდობა და ფესტივალის სტუმრების ინტოქსიკაცია დაასახელა. 2017 წლის 3 აგვისტოს, გვიან ღამით, ფესტივალიდან ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 3 პირი გადაიყვანეს, რომელთაგან ერთი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა გიორგი გახარიამ 2017 წელს განაცხადა, რომ იგი არ მიიჩნევდა მიზანშეწონილად ჯემფესტის დაფინანსებას. ჯემფესტის დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ, რომელიც ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძრვანელის პოსტს იკავებდა მანამდე, განაცხადა, რომ თუ მთავრობა ფესტივალის ჩასატარებლად ორგანიზატორებს მიწას იჯარით არ გადასცემს, ფესტივალს აფხაზეთში ჩაატარებს. Gem Fest წელს ანაკლიაში 9–12 აგვისტოს გაიმართება.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები