საზოგადოება

ბაკურიანში ყინულის მოედანი აშენდება

08.06.18 18:05


ბაკურიანში მრავალფუნქციური ყინულის მოედნის მშენებლობა ს გეგმავს. ამის შესახებ ,,პირველს" უწყებიდან აცნობეს.

სამინისტროს ცნობით, პროექტის კონცეპტუალური გეგმა განიხილეს მუნიციპალური განვითარების ფონდში.

შეხვედრას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაცია, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯუანშერ ბურჭულაძე, მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

ბაკურიანში მრავალფუნქციური ყინულის მოედნის პროექტირება საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება

სამშენებლო სამუშაოს დაწყება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები