პოლიტიკა

"ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს და არავიზე ხელის დაფარებას არ ვაპირებთ" - მამუკა მდინარაძე

08.06.18 18:15


ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდიონარაძე, რომელიც დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრია, აღნიშნავს, რომ მათ დასამალი არაფერი აქვს და არავისზე არ აპირებენ ხელის დაფარებას.

"თქვენ შეგიძლიათ მოძებნოთ პრეცედენტები, თუ რამდენი შემთხვევა მსოფლიოში, როცა ხელისუფლება კონკრეტულ საქმეზე საგამოძიებო კომისიას ქმნის. პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს და არავისზე ხელის დაფარებას არ ვაპირებთ. პირველ რიგში, მოხდება საქმის მასალების გამოთხოვა, ჩავიხედავთ თუ რა ხდება საქმეში, ამის შემდეგ შინაარსთან დაკავშირებით უფრო მეტად შევძლებთ მსჯელობას“,- განაცხადა მდინარაძემ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები