საზოგადოება
08.06.18 19:45
ბათუმის მერია ძველი ბათუმის ეზოების კეთილმოწყობას და განახლებას გეგმავს, რათა ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი გახდეს, იუწყება ტელეარხი „აჭარა".
ახალი ინიციატივის თანახმად, მოსახლეობას საშუალება მიეცემა საკუთარი ეზოები კომერციული მიზნისთვის გამოიყენოს. საინტერესო პროექტების წარმოდგენის შემთხვევაში, პირველ ეტაპზე ქალაქის ხელისუფლება ათი ეზოს პროექტს დააფინანსებს.
„ჩვენ ნათელი მაგალითები გვაქვს იმისა, რომ ბათუმის ეზოები შეიძლება გადაიქცეს შემოსავლის წყაროდ. ამორტიზებული შენობა და ეზო ძალიან კარგ ობიექტად მოგვევლინოს. ეს ინიციატივა მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, ახალი შემოსავლის წყარო გაუჩნდეთ და იქ ცხოვრება კიდევ უფრო საინტერესო გახდეს", — განაცხადა ბათუმის მერმა ლაშა კობახიძემ.
ბათუმში ზღვაში ბანაობის სეზონი გაიხსნა.
მისი სიტყვებით, ძველი ბათუმის შემთხვევაში ორი კონფლიქტური მხარე არსებობს. ერთი — მოსახლეობა, რომელიც ამბობს, რომ გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. მეორე მხრივ კი მერია მაღალსართულიანი შენობების მშენებლობის უფლებას ვერ გასცემს, რათა ქალაქის იერსახე არ დაიკარგოს.
„ამიტომ გადავწყვიტეთ, ისტორიული განაშენიანების ზონაში პირველ ეტაპზე 10 ეზო შევარჩიოთ. კვლევა ტენდერის ფარგლებში ჩატარდება, აირჩევა ეზოები, რომლებსაც აქვთ ხიბლი, სახასიათოა, რომლის უკანაც დგას ისტორია. ტურისტს იზიდავს არა მხოლოდ ვიზუალური მხარე, არამედ ლეგენდაც, რომელის მონაწილეც ის ხდება. მით უმეტეს, ბათუმი ძალიან მდიდარია ისტორიული წარსულით', — აცხადებს ლაშა კომახიძე.
ქალაქის მერის განცხადებით, ეზოების პროექტებს სპეციალური კომისია შეარჩევს, რომლის შემადგენლობაშიც ძველი ბათუმელები, ისტორიკოსები, ხელოვნებათმცოდნეები და ეკონომისტები შევლენ.
„ეს ეზოები რეალურად საინტერესოა ტურისტებისათვის და ჩვენ გვაქვს ყველანაირი საშუალება, ეს ეზოები გადავაქციოთ პატარა მიკროსამყაროებად, რომელშიც ყოფნა მათთვის საინტერესო იქნება. თუ ადამიანს მივცემთ საშუალებას, საკუთარი ეზო შემოსავლის წყაროდ აქციოს, არა მგონია არ გამოიყენოს ეს შესაძლებლობა', — აღნიშნა კომახიძემ.
ბათუმში ფრენები გახშირდა.
პირველ ეტაპზე თითოეული ეზოსთვის, გრანტის სახით, 10 ათასი ლარია გამოყოფილი.
პროექტის განხორციელებას დაახლოებით ხუთი თვე დასჭირდება.
ბოლო წლებში ქვეყანაში ტურიზმი დინამიურად ვითარდება. ზაფხულის სეზონზე ტურისტების ძირითადი ნაკადი აჭარაზე მოდის. ბათუმი ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი დასასვენებელი ადგილია.
წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/
წაკითხულია : 136
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24