საზოგადოება
08.06.18 20:30
საჭიროზე მეტი მედიკამენტის გამოწერის პრობლემა არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოშია, რის გამოც, ჯანდაცვის სამინისტრომ პოლიფარმაციის პრევენციასთან დაკავშირებით რეგულაციის ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ლაგვილავამ განუცხადა. მაია ლაგვილავამ ჟურნალისტებთან საუბრისას რეგულაციის შინაარსზეც ისაუბრა.
"ჩავატარეთ კვლევა როგორი მედიკამენტების მოხმარება ხდებოდა უფრო ხშირად, რომლის თანახმადაც გამოვლინდა, რომ 65 წელს ზემოთ ძალიან მაღალი იყო მედიკამენტების გამოყენების შემთხვევები და ასევე ჯიბიდან გადახდების წილი ამ მედიკამენტებზე იყო ასევე მაღალი. ეს საკითხი აქტუალურია არა მხოლოდ საქართველოსთვის, ევროპისთვისაც. 11% არაგეგმური ჰოსპიტალიზაციის სწორედ ამ პრობლემას უკავშირდება. საქართველოში ჰოსპიტალიზაციის ასეთი შემთხვევები დათვლილი არ გვაქვს, თუმცა, ახლა მოხდება ამ საკითხის შესწავლა მომართვიანობის საფუძველზე", - განაცხადა ლაგვილავამ.
ასევე, მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ნებისმიერი პაციენტს, რომელსაც ექიმი დაუნიშნავს 5 და მეტ მედიკამენტს, ექნება საშუალება გადაამოწმოს თავისი დანიშნულება.
"რა თქმა უნდა, თუ ექიმის მიერ მისთვის მიცემული პასუხი არ იქნება მისთვის დამაკმაყოფილებელი და კომპეტენტური, შეუძლია მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს.
ამისთვის არსებობს რამდენიმე ხერხი. ექიმები მუშაობენ ელექტრონული რეცეპტის სისტემაში, მათ მიერ გაცემული დანიშნულება იტვირთება სამინისტროს პორტალზე. ახლა ჩნდება დანიშნულებაში ღილაკი, რომელზე დაჭერის შემთხვევაშიც, დანიშნულება პირდაპირ გენერირდება და მოხვდება პოლიფარმაციის საკითხებთან დაკავშირებულ კომისიაზე. სამი დღის ვადაში პაციენტს იგივე ელექტრონული პორტალის საშუალებით დაუბრუნდება პასუხი, სადაც იქნება მხოლოდ ორი წინანდადება დაწერილი - "დანიშნულება ექვემდებარება გადახედვას", ან "დანიშნულება არ საჭიროებს გადახედვას". თუ დანიშნულება საჭიროებს კორექტირებას, პაციენტს შეუძლია მიმართოს მკურნალ ექიმს და მოითხოვოს განმარტება. თუ კვლავ არ დააკმაყოფილებს ექიმის პასუხი მას კიდევ ერთხელ აქვს საშუალება ატვირთოს პორტალზე თავისი დანიშნულება. ასეთ შემთხვევაში კომისია ექიმისგან გამოითხოვა განმარტებას, თუ რატომ არ მოხდა დანიშნულების კორექტირება. თუ პასუხი დამაკმაყოფილებელი არ იქნება ექიმის დაბარება და მისი კვალიფიკაციის გადახედვა მოხდება, რათა მოხდეს ამ დანიშნულების გადახედვა,"- განმარტა ლაგვილავამ და დასძინა: "რეგულაცია მიმართული არ არის იმისკენ, რომ ექიმმა დანიშნულების დაწერისგან თავი შეიკავოს".
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 163
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24