პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში კონგრესმენ ალენ ლოვენტალს შეხვდა

08.06.18 20:45


საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სოფო კილაძის ხელმძღვანელობით, რომელშიც რატი იონათამიშვილი, ირაკლი ბერაია და გიორგი ტუღუში შედიან, ვაშინგტონში კონგრესმენ ალენ ლოვენტალს შეხვდა.

ქართულმა მხარემ კონგრესმენთან იმ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არის, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის პრიორიტეტებსა და საქმიანობაზე. ასევე, ყურადღება გამახვილდა ამერიკის განსაკუთრებულ როლსა და მხარდაჭერაზე საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით მიმდინარე რეფორმებთან მიმართებით. საუბარი შეეხო, ასევე, საქართველოსა და ამერიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, იმ პოზიტიურ შედეგებს, რასაც ხელშეკრულების ამოქმედება ორივე ქვეყნისათვის მოიტანს.

კონგრესმენმა ხაზი გაუსვა აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოსთან მიმართებით, მათ შორის, დემოკრატიული რეფორმების კუთხით. მან, როგორც კონგრესის ადამიანის უფლებათა კომისიის წევრმა განსაკუთრებულად გაამახვილა ყურადღება ადამიანის უფლებების მიმართულებით მიმდინარე რეფორმებზე. მან საქართველოსა და ამერიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესში ქართველ კოლეგებს მხარდაჭერა აღუთქვა.

ვიზიტი ხორციელდება აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, დავით ბაქრაძის მხარდაჭერით.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები