პოლიტიკა
08.06.18 22:00
„საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ვქმნით საპარლამენტო ასამბლეას, რომლის მიზანი იქნება ევროკავშირში ჩვენი ქვეყნების სწრაფი ინტეგრაციის უზრუნველყოფა”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
ჟურნალისტებთან საუბრისას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ასამბლეის მიზანსა და მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ჩამოყალიბდება როგორც მოლაპარაკებების, ასევე, ევროინტეგრაციის პროცესის მართვის ერთიანი ფორმატი.
„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ჩვენი დელეგაცია მონაწილეობას იღებს მაღალი დონის კონფერენციაში, სადაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა საპარლამენტო ასამბლეას ვქმნით. საპარლამენტო ასამბლეის მიზანი იქნება ჩვენი ქვეყნების სწრაფი ინტეგრაციის უზრუნველყოფა ევროკავშირში, ძალისხმევის კონსოლიდაცია და ურთიერთმხარდაჭერა იმისთვის, რათა მოხდეს დასავლურ სტრუქტურებში ჩვენი ქვეყნების სწრაფი გაწევრიანება. ეს შეთანხმება და ასამბლეის შექმნა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ერთის მხრივ, ჩვენ ერთმანეთს დავუჭერთ მხარს ამ პროცესში, მეორეს მხრივ, მოხდება პასუხისმგებლობის ერთიანი ფორმატის ჩამოყალიბება, როგორც მოლაპარაკებების, ასევე, ინტეგრაციის პროცესის მართვის თვალსაზრისით”,- განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.
არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და დელეგაციასთან ერთად, კიევში იმყოფება, სადაც საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში – „საქართველო, მოლდოვა და უკრაინა: რეგიონული და უსაფრთხოების თანამშრომლობის საპარლამენტთაშორისო კომპონენტის განმტკიცება ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთქმედების განვითარებით ” იღებს მონაწილეობას.
კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარე ანდრიი პარუბი და მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ანდრიან კანდუ საქართველოს უკრაინისა და მოლდოვას საპარლამენტთაშორისო ასამბლეის შექმნის შესახებ განცხადებას მოაწერენ ხელს.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: არჩილ თალაკვაძე, კახა კუჭავა, გიორგი მოსიძე, ბექა ოდიშარია და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.
წყარო : /www./news.ge/
წაკითხულია : 154
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24