პოლიტიკა

„ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, მე ბატონი მურუსიძე არ მომწონს“ - თეა წულუკიანი მართლმსაჯულებაში პრობლემებზე საუბრობს

11.06.18 14:45


სასამართლო სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით ისაუბრა ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანი ამბობს, რომ მართლმსაჯულების სისტემაში ვერ მოხერხდა საკადრო ცვლილებების სწრაფად წარმართვა, რაც მისთვისაც არ არის მოსაწონი.

„მურუსიძის და ჩინჩალაძის სასმართლოს პირობებში, ეკა გიგაური იუსტიციის სამინისტროს უგებს სასამართლო დავებს. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, მე ბატონი მურუსიძე არ მომწონს.

არც ის მომწონს, რომ ჩვენ რეალურად ვერ შევძელით უფრო სწრაფად წარგვემართა საკადრო ცვლილებები მართლმსაჯულების სისტემაში. იცით რატომ ვერ შევძელით?, იმიტომ, რომ მე იუსტიციის მინისტრი პირველი 3-4 წელი მუდმივ წინააღმდეგობას ვხვდებოდი ამ არასამთავრობოებისგან და ზოგიერთი უცხოელი მრჩევლისგან, როდესაც ვამბობდი, რომ უვადო დანიშვნები არ არის კარგი და პრობაციის პერიოდი შენარჩუნდეს“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები