საზოგადოება

შეკვეთილში, მდინარე ნატანების კალაპოტში, ნარჩენების დამჭერი მოწყობილობების მონტაჟი ივლისის ბოლოს დასრულდება

05.07.16 21:05


სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინასებული 124 230 ლარის ღირებულების სამუშაოები, რომელიც მდინარე ნატანების კალაპოტში ნარჩენების დამჭერი მოწყობილობების მონტაჟს ითვალისწინებს, ივლისის ბოლოს დასრულდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ შეკვეთილში, მდინარე ნატანების კალაპოტში ნარჩენების დამჭერი მოწყობილობების მონტაჟის სამუშაოები მოინახულეს.

აღნიშნული სამუშაოები ტურისტული სეზონისათვის მზადების ღონისძიებათა პროგრამისა და შავი ზღვის სანაპიროს დაბინძურების საწინააღმდეგოდ გასატარებელი ღონისძიებების ფარგლებში ტარდება.

საპილოტე პროექტი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს კვლევის საფუძველზე და მისი რეკომენდაციით ხორციელდება და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სანაპირო ზოლის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. ნარჩენების დამჭერი ახალი კონსტრუქცია მდინარის დონის მატება-კლების შესაბამისად მოძრაობს და მდინარის ზედაპირზე მცურავი ნარჩენების, მათ შორის ნავთობპროდუქტებს შეკავებას უზრუნველყოფს. მოწყობილობა მდინარის ორივე ნაპირზე იმგვარად დამონტაჟდება, რომ ნარჩენებმა თავი მოიყაროს ერთ ადგილას, საიდანაც მოხდება მათი ამოღება და ნაგავსაყრელზე გატანა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 388


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები