საზოგადოება

ძლიერმა სეტყვამ გურჯაანში სამი სოფელი დააზარალა

11.06.18 17:00


ძლიერმა სეტყვამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი დააზარალა. მელაანში, ნანიანსა და ქოდალოში განადგურდა ვენახი და ერთწლიანი ნარგავები.

ადგილობრივების ინფორმაციით, სეტყვა და ძლიერი წვიმა დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა.

მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.

გურჯაანის მერის, არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაციით, იგი ადგილზე გაეცნობა დაზარალებულთა მდგომარეობას.

მისივე თქმით, ზარალის შემსწავლელი კომისია დღესვე დაიწყებს მუშაობას და ზიანის ოდენობა მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები