საზოგადოება

პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა -საქსტატი

11.06.18 17:45


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასაწრი ინფორმაციით, 2018 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა შემცირებულია. საქსტატის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სულ 279.3 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც 2017 წლის თითქმის 33%-ით ნაკლებია. საქსტატში FDI-ის შემცირების ერთ-ერთ მიზეზად რამდენიმე საწარმოს საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში გადასვლას ასახელებენ.

2018 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 82.7 მლნ აშშ დოლარი დიდი ბრიტანეთიდან განხორციელდა. მეორე ადგილზე 51 მლნ დოლარით აზერბაიჯანია. მესამე ადგილს კი 41.6 მლნ დოლარით ჩინეთი იკავებს.

2018 წლის პირველ სამ თვეში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა. შემდეგ მოდის მშენებლობა და დამამუშავებელი მრეწველობა.

საქსტატის მონაცემებით, სამი უმსხვილესი სექტორის წილმა 2018 წლის I კვარტალის FDI-ში 78.7% შეადგინა. რაც შეეხება საფინანსო სექტორს, სადაც პირველ კვარტალში 110.6 მლნ დოლარის ინვესტირება მოხდა, მთლიანი FDI-ში საფინანსო სექტორში განხორციელებული ინვესტიციების წილი 39.6%-ია. წინასწარი მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა კავშირგაბმულობისა და უძრავი ქონების სექტორში.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები