საზოგადოება

მინისტრმა მოჭიდავეებს ევროპის ჩემპიონატებზე მოპოვებული წარმატებები მიულოცა

11.06.18 20:20


კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე მოადგილეებთან შალვა გოგოლაძესთან და მუხრან შამათავასთან, ასევე სპორტის დეპარტამენტის უფროს, ირაკლი დოლაბერიძესთან ერთად, საქართველოს ბერძნულ/რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნულ, ახალგაზრდულ და ჭაბუკთა ნაკრების წევრებს, მწვრთნელებსა და ფედერაცის ხელმძღვანელებს სამინისტროში შეხვდა და ევროპის ჩემპიონატებზე მოპოვებული წარმატებები მიულოცა.

„ჩემთვის ნამდვილად სასიხარულოა, რომ დღეს სამივე ასაკობრივი კატეგორიის მოჭიდავეებს ერთად გმასპინძლობთ სამინისტროში, როგორც ეროვნული ნაკრების წევრებს, ასევე ახალგაზრდებსა და ჭაბუკებს, მწვრთნელებს, ფედერაციის წარმომადგენლებს. პირველ რიგში, მსურს მოგილოცოთ საოცრად წარმატებული გამოსვლა ევროპის ჩეპიონატებზე, როგორც ეროვნული ნაკრების წევრებს, ასევე ახალგაზრდა და ჭაბუკთა ასაკის სპორტსმენებს.

მახარებს ის ფაქტი, რომ სამივე ნაკრებს გყავთ ევროპის ჩემპიონები, როგორც ბერძნულ/რომაულ, ასევე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. ჯამში 8 ჩემპიონი, მთლიანობაში კი სამივე სინჯის 35 მედალი ძალზე შთამბეჭდავი შედეგია და მსურს კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა ასეთი თავადადებისათვის როგორც პირადად თქვენ, ასევე თქვენს მწვრთნელებს და ზოგადად ჭიდაობის ფედერაციას წარმატებული მუშაობისთვის. გიდასტურებთ სამინისტროს სრულ მხარდაჭერას თქვენს მიმართ. ვიცი რომ ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებების შემდეგ, წინ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ტურნირები გელით.

წინ გველის მსოფლიოს ჩემპიონატები სამივე ასაკობრივ კატეგორიაში, ასევე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები. ასე რომ, 2018 წლის მთავარი გამარჯვებები წინაა, თუმცა თქვენ უკვე იმდენად ძლიერი სტარტი აიღეთ, რომ მჯერა წლევანდელი წლის მიწურულს ისევ გაგვახარებთ. გილოცავთ კიდევ ერთხელ და გისურვებთ დიდ წარმატებებს უკვე მსოფლიოს მასშტაბით“ – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

შეხვედრაზე ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ მინისტრს სამინისტროს მხრიდან განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ევროპის მასშტაბით მოპოვებული გამარჯვეების შემდეგ, 2018 წლის მნიშვნელოვან ტურნირებზე, ასევე მსოფლიო ჩემპიონატებზე შედეგიანად გამოსვლაზე გაამახვილა ყურადღება.

საქართველოს ეროვნული, ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრების წევრებმა მაისსა და ივნისის თვეში გამართულ ევროპის ჩემპიონატებზე ჯამში 35 მედალი – 8 ოქროს, 6 ვერცხლის და 21 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ეროვნული ნკარების წვერებმა რუსეთის ქალაქ კასპიისკიში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 12 მედალი მოიპოვეს – 1 ოქრო, 3 ვერცხლი და 8 ბრინჯაო, ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა (23-წლამდე) თურქეთის დედაქალაქ სტამბულში გამართულ ასაკობრივ პირველობაზე 11 მედალი მოიპოვეს – 3 ოქრო, 1 ვერცხლი და 7 ბრინჯაო, ჭაბუკთა ნაკრებმა კი მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში იჭიდავეს და 12 მედალს დაეუფლნენ – 4 ოქრო, 2 ვერცხლი, 6 ბრინჯაო.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები