პოლიტიკა

შესაძლო სამთავრობო ცვლილებები - რას ამბობენ "ქართულ ოცნებაში"

12.06.18 16:30


მედიაში გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, მმართველი პოლიტიკური გუნდი სამთავრობო ცვლილებს გეგმავს. მეტიც, გარკვეული გამოცემები კონკრეტულ თარიღსაც ასახელებენ და ამბობენ, რომ სამთავრობო ცვლილებები შესაძლოა, დღეს განხორციელდეს.

„პირველი რადიოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობას დატოვებს, მასთან ერთად, მინისტრთა კაბინეტს დატოვებენ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე.

გამოცემის ინფორმაციით, პრემიერის მოვალეობას ვიცე-პრემიერი და შს მინისტრი გიორგი გახარია შეასრულებს. პირველი ვიცე-პრემიერი კი ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე გახდება. რამდენიმე დღეში კი პარლამენტი უკვე ახალი, გახარიას მინისტრთა კაბინეტს დაამტკიცებს.

შესაძლო სამთავრობო ცვლილებებია განხილვის მთავარი თემა პარლამენტშიც. ეკა ბესელია ჟურნალისტებს ურჩევს, „ნუ გავუსწრებთ მოვლენებს“.

„ახლა ვერანაიარ კომენტარს ვერ გავაკეთებ. გვექნება შეხვედრები, სამუშაო ფორმატი. ახლა არანაირი ინფორმაცია სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით არ შემიძლია დაგიდასტუროთ... ნუ გავუსწრებთ მოვლენებს “, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე კი აღნიშნავს, რომ „მთავრობაში ნებისმიერი ცვლილება მოემსახურება იმას, რომ გაუმჯობესდეს ადამიანის უფლებების მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში“.

"ყველა გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი გუნდის მიერ, დარწმუნებული ვარ, მოემსახურება ზოგადად, ქვეყანაში სიტუაციის გაუმჯობესებას.

ჯერჯერობით არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის არაფერია ცნობილი, თუმცა სამომავლოდ ყველა ცვლილება მოემსახურება იმას, რომ გაუმჯობესდეს ადამიანის უფლებების მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა კილაძემ.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 1603


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები