ეკონომიკა

მაღალმთიან აჭარაში მაგისტრალური გაზსადენი აშენდება

12.06.18 19:15


აჭარაში გაზიფიცირების მეორე ეტაპი დაიწყო, რომელიც მაღალმთიან აჭარაში 9 000 აბონენტის გაზმომარაგებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს, ნათქვამია საქართველოს მთავრობის მასალებში.

მაღალმთიანი აჭარის რამდენიმე რაიონში — ხელვაჩაურში, ქედასა და შუახევში გაზიფიცირების პირველი ეტაპი ხორციელდება, რომელიც 11 ათასი აბონენტის ბუნებრივი აირით მომარაგებას ითვალისწინებს.

სამუშაოები ვადაზე ადრე, 2018 წლის შემოდგომამდე დასრულდება. გაზსადენის საერთო სიგრძე 65,1 ათასი მეტრია. პროექტის ღირებულებაა 25 მილიონ 850 ათასი ლარი. თავიდან იგეგმებოდა, რომ სამუშაოები 2019 წლის 1 მარტს დასრულდებოდა.

მაღალმთიან აჭარაში ბუნებრივ გაზს გაიყვანენ.

რაც შეეხება პროექტის მეორე ეტაპს, აჭარის მაღალმთიანეთში ტექნიკური ხასიათის სირთულეებისა და მოსამზადებელი სამუშაოების ხანგრძლივობის გათვალისწინებით, გადაწყდა, რომ სამხრეთ საქართველოში არსებულ გაზსადენის ქსელზე დაერთებით, კურორტ გოდერძის მიმართულებით აშენდება გაზსადენი, რომელიც მაღალმთიან აჭარას მოამარაგებს.

მოცემული პროექტ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია განახორციელებს.

„გაზიფიცირებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება იქ ძალიან რთულ პირობებში მცხოვრები მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, ასევე ხელი შეეწყობა ტურიზმს და მცირე ოჯახური ტიპის სასტუმროებს“, — ნათქვამია მასალებში.

საქართველოში, მათ შორის, აჭარაში, უკვე მერამდენე წელია აქტიურად ვითარდება ტურიზმის სფერო. საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებისადმი ტურისტების მზარდი ინტერესის გამო, ხელისუფლება აღნიშნულ რაიონებში სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები