ეკონომიკა

5 თვეში ექსპორტი $1.28 მლრდ-მდე გაიზარდა

13.06.18 16:45


საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 2018 წლის იანვარ მაისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24.5%-ით გაიზარდა და $4.89 მლრდ-ს მიაღწია. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

აღნიშნულ პერიოდში ექსპორტი 28%-ით $1.28 მლრდ-მდე გაიზარდა. იმპორტი კი 23.3%-ით $3.61 მლრდ-მდე. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა იანვარ-მაისში $2.33 მლრდ, საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47.5 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება უშუალოდ მაისს, ექსპორტი 52%-ით 215-დან 323 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. იმპორტი კი 25%-ით $803 მლნ-მდე.

საგარეო ვაჭრობი დეტალური მონაცემები 19 ივნისს გამოქვეყნდება.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები