მსოფლიო

აზერბაიჯანი საბაჟო ტარიფების გაზრდას გეგმავს

13.06.18 20:45


აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტი არ გამორიცხავს იმპორტირებულ საქონელზე საბაჟო გადასახადის გაზრდას.

ამის შესახებ უწყების საბაჟო ტარიფების რეგულირების განყოფილების უფროსმა აზიზაგა ჰუსეინოვმა სემინარზე „აზერბაიჯანის საბაჟო – დღევანდელობა და მომავლის გამოწვევები“ გამოსვლაში განაცხადა.

ჰუსეინოვის თქმით, ტარიფების შესაძლო გაზრდის უმთავრესი მიზანი ადგილობრივი წარმოების დაცვა იქნება.

"უპირველესად, ეს შეეხება ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა სოფლის მეურნეობის ნაწარმი, აგროპროდუქციის გადამუშავება, მანქანათმშენებლობა და სხვა სფეროები",–განაცხადა ჰუსეინოვმა.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები