საზოგადოება

ფაჩულიამ Golden State Warriors-თან კონტრაქტი გააფორმა

05.07.16 22:25


კალათბურთში საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია Golden State Warriors-ში გადავიდა, იუწყება Yahoo Sports.

გამოცემის ინფორმაციით, გარიგების თანხა 2,9 მილიონი აშშ დოლარია, ხოლო ხელშეკრულება 32 წლის კალათბურთელსა და NBA-ს ამჟამინდელი სეზონის ფინალისტს შორის ერთ წელზეა გათვლილი.

სავარაუდოდ, ფაჩულია ახალ გუნდში ანდრიუ ბოგუტას შეცვლის, რომელიც „დალას მავერიკსში“ გადავიდა. „მავერიკსში“ თამაშობდა ფაჩულია ბოლო სეზონში.

„მავერიკსში“ ფაჩულია თამაშისთვის საშუალოდ 8,6 ქულას აგროვებდა, ჰქონდა 9,4 მოხსნა და 1,7 შედეგიანი გადაცემა. ტეხასის გუნდში ქართველმა სპორტსმენმა 76 მატჩი ჩაატარა.

Golden State ამ სეზონში NBA-ს ფინალში გავიდა, მაგრამ „კლივლენდთან“ დამარცხდა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები