პოლიტიკა

„მე ჩემი გადაწყვეტილება მიღებული მაქვს“

14.06.18 15:00


საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ ჯანელიძემ პრემიერმინსიტრის გადადგომის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. ჯანელიძის თქმით, მას გადაწყვეტილება მიღებული აქვს, თუმცა აპირებს გუნდთან კონსულტაციების გავლას.

„დარწმუნებული ვარ, რომ შექმნილია ძალიან მყარი საფუძველი იმისთვის, რომ მომავალი წარმატებები ჰქონდეს ამ გუნდს, ჰქონდეს საქართველოს, როგორც საგარეო პოლიტიკის კუთხით, ასევე ეკონომიკური განვითარების კუთხით.

მე ძალიან დიდ პატივს ვცემ იმ გუნდს, რომელთან ერთადაც იქნა მიღწეული ის შედეგები ამ წლების განმავლობაში, რომლითაც ვამაყობთ. მე ჩემი გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, მე გუნდთან მექნება კონსულტაციები“,-განაცხადა ჯანელიძემ.

გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერმინისტრის თანამდებობა გუშინ დატოვა. კონსტიტუციის თანახმად, პრემიერის გადადგომასთან ერთად, მთავრობის შემადგენლობაც გადამდგარად ითვლება.

საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობისათვის მოვალეობის დაკისრების შესახებ განკარგულება გამოსცა. როგორც განკარგულებაშია აღნიშნული, საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და 801 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის იმავე შემადგენლობას დაეკისროს მოვალეობის შესრულება მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები