პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილი - საქართველო ევროპული პროცესის ლიდერი ქვეყანაა

14.06.18 15:30


საქართველო არის ევროპული პროცესის ლიდერი ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ განაცხადა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რეზულუცია, რომელიც ევროპარლამენტმა რუსეთის მიმართ უნდა მიიღოს, ბევრ მოვლენას თავის სახელს დაარქმევს.

„იმედი მაქვს, თქვენი დღევანდელი მოღვაწეობა ისევე, როგორც წინა ჩვენი შეკრებები ამ მნიშვნელოვანი მიზნის ირგვლივ იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე; გზაზე, რომელიც ერთმნიშვნელოვნად როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე, ოპოზიციური ძალებისთვის, ასევე მთლიანად საზოგადოებისთვის არის განსაზღვრული, როგორც პრიორიტეტული, სახელმწიფოებრივი განვითარების გზა. ვინც საქართველოში მიმდინარე დინამიურ პროცესს აკვირდება, პოლიტიკის ფორმირებას, ნათლად დაინახავს რამდენად აქტუალურია ევროპული ინტეგრაციის საკითხები ჩვენს ყოველდღიურ პოლიტიკურ დღის წესრიგში. მნიშვნელობას, რომელსაც საზოგადოება ანიჭებს ევროპული ინტეგრაციის პროცესს, ნათლად ასახავს, რომ ევროპული პროცესის ლიდერი ქვეყანა არის საქართველო.

მინდა მივესალმო იმ ინტენსიურ დისკუსიებს, რომელიც ახლა ევროპის პარლამენტში მიმდინარეობს საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მტკივნეული თემის ირგვლივ.

ეს არის 10 წელი საქართველოს ოკუპაციის რუსეთის ფედერაციის მხრიდან და დარწმუნებული ვარ, რომ რეზოლუცია, რომელიც იქნება მიღებული, თავის სახელს დაარქმევს ბევრ იმ მოვლენას, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მიმართ ახორციელებს ჩრდილოელი მეზობელი, იქნება ბევრი თვალსაზრისით ტონის მიმცემი მომავალში ამ პრობლემის გადაწყვეტის კუთხით“, - განაცხადა მარგველაშვილმა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 73


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები