პოლიტიკა

1000 წერილი თეა წულუკიანს - სოციალური კამპანია იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ

14.06.18 15:45


1000 წერილი თეა წულუკიანს - ამ სახელწოდების სოციალურ ქსელში კამპანია დაიწყო.

კამპანიის ავტორები სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები არიან. მათი თქმით, ერთადერთი მიზანი ამის ის არის, რომ იუსტიციის მინისტრმა თანამდებობა უნდა დატოვოს.

აქტივისტები დარწმუნებულები არიან, რომ პროტესტით ამ ფორმით შედეგს მიაღწევენ. თუმცა, იმასაც აღნიშშნავენ, რომ უშუალოდ იუსტიციის მინისტრი გაგზავნილ წერილებს არ წაიკითხავს.

საქართველოს ფოსტამ ასობით წერილი უკვე ჩაიბარა. ერთი წერილის გაგზავნა 2 ლარი და 50 თეთრი ღირს.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები