პოლიტიკა

აპირებს თუ არა იუსტიციის მინისტრობას - თამარ ჩუგოშვილის პირველი კომენტარი

14.06.18 17:40


იუტიციის მინისტრის პოსტზე მის მოსალოდნელ დანიშვნას პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ფეისბუკზე ეხმაურება. თამარ ჩუგოშვილის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და თავის როლს და ადგილს პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის, გაძლიერებაში ხედავს. ვიცე-სპიკერი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკშვილს გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდის და აცხადებს, რომ კვირიკაშვილთან მუშაობა მისთვის პატივი იყო:

“პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გიორგი კვირიკაშვილს მის მიერ გაწეული სამსახურისთვის. ჩემთვის პატივი იყო ბოლო ორი წლის განმავლობაში მასთან მუშაობა.

რაც შეეხება ცვლილებებს, ჩემთვის მთავარია, როგორი იქნება მთავრობის ახალი შემადგენლობის ურთიერთობა პარლამენტთან. მთავრობა მეტად უნდა იყოს ანგარიშვალდებული საკანონმდებლო ორგანისთან. ბევრად უფრო დინამიური და აქტიური უნდა იყოს პრობლემურ საკითხებზე მსჯელობა ღიად, საზოგადოების თვალწინ, სწორედ საპარლამენტო პლატფორმებზე.

თუ ჩვენ შევძლებთ და შევქმნით რეალურ, პასუხისმგებლიან, საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულ დისკუსიას და პროცესს პარლამენტში, შედეგებიც ხელშესახები იქნება ყველა სფეროში.

მე პირადად სწორედ ამ კრიტერიუმით ვაპირებ მთავრობის ახალი შემადგენლობის შეფასებას.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას ჩემთან დაკავშირებულ ცვლილებებზე, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მე ჩემს როლს და ადგილს პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის, გაძლიერებაში ვხედავ.”- წერს თამარ ჩუგოშვილი.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები