პოლიტიკა

საქართველოში პერსონალურ მონაცემთა ახალ დამცველს არჩევენ

06.05.16 20:50


სპეციალური კომისია პერსონალურ მონაცემთა ახალი ინსპექტორის შერჩევას შეუდგა, ვინაიდან თამარ ქალდანს უფლებამოსილების ვადა ეწურება.
პრემიერ–მინისტრის ბრძანება კომისიის შექმნის თაობაზე, მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

თამარ ქალდანი საქართველოში პერსონალურ მონაცემთა პირველი დამცველი გახლავთ, რომელმაც ეს თანამდებობა 2013 წელს ჩაიბარა.

ინსპექტორის უფლებამოსილებაში შედის ყველა სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებაში პირადი მონაცემების დამუშავებაზე კონტროლი. ის აგრეთვე თვალყურს ადევნებს, რომ პირადი ინფორმაცია უცხო ხელში არ მოხვდეს.
პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორი არ ექვემდებარება არცერთ თანამდებობის პირსა და სახელმწიფო ორგანოს.

პერსონალური მონაცემის დამცველი შეუძლია გახდეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ექნება იურიდიული განათლება და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის მინიმუმ ხუთწლიანი გამოცდილება.

კომისიამ ორიდან ხუთამდე კანდიდატი უნდა შეარჩიოს და პრემიერ–მინისტრს წარუდგინოს. ეს უკანასკნელი კი პარლამენტს უკვე ორ კანდიდატს წარუდგენს დასამტკიცებლად.

კომისიაში შედიან: იუსტიციის მინისტრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები