პოლიტიკა

„საპროტესტო ტალღას ვერაფერი შეაჩერებს... ივანიშვილს ისე შეეშინდა, ჰგონია კვირიკაშვილის შეცვალა უშველის“ - ბურჯანაძე

14.06.18 19:45


„ქართული ოცნების“ და ივანიშვილის უხერხემლობის შედეგი კიდევ ერთხელ ვიხილეთ.

საერთოდ არ არის საინტერესო იმ ადამიანის სახელი და გვარი, ვისაც დღეს ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაასახელებს. პრობლემა არც კვირკაშვილში იყო, არც გახარიაშია და არც წულუკიანში. პრობლემა თავად ივანიშვილშია და კიდევ ერთხელ ნუ შეეცდება ხალხის მოტყუებას“. - აცხადებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე.

მისი განცხადებით, ივანიშვილი ვერ ხვდება, რომ სამთავრობო ცვლილებით არათუ ძალაუფლებას გაიხანგრძლივებს, პირიქით საკუთარი ძალაუფლების დასასრულს აწერს ხელს.

ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ საპროტესტო ტალღა რომელიც დაწყებულია არც შეჩერდება, მანამ სანამ თავგასული ოლიგარქი არ შეეშვება ქვეყანას და ხალხს.

„ივანიშვილი 5 მილიარდს ფლობს. ბუნებრივია, 5 მილიარდის შოვნას სჭირდება ნიჭიც და მოხერხებულობაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას აქვს უფლება ქვეყნაც ისე ჩაიდოს ჯიბეში, როგორც ის 5 მილიარდი. ივანიშვილს პოლიტიკა, რომ არ ესმის ეს ბოლო მისმა გადაწყვეტილებამ ნათლად აჩვენა.

საზოგადოების პროტესტმა, რომელიც ქვეყანაში მძვინვარებს ივანიშვილი ისე შეაშინა, გადაწყვიტა მთავრობა შეცვალოს და ამით გადაირჩინოს თავი. თუმცა მას ეს არ გამოუვა, ამ ხალხს უკვე ვერაფერი შეაჩერებს. ამდენ შეურაცხყოფას აღარ მოუთმენს და არ აპატიებს“ -აცხადებს ნინო ბურჯანაძე.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები