პოლიტიკა
14.06.18 21:30
დედაქალაქის მერი კახა კალაძე კახეთის გზატკეცილისა და ჯავახეთის ქუჩის გადაკვეთაზე საავტომობილო ხიდი-გზაგამტარის (ე.წ. ვარკეთილის ხიდები) აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოებს გაეცნო.
სამგორის რაიონში მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. პროექტის ღირებულება 1 581 600 ლარს შეადგენს.
თბილისის მერის განცხადებით, ხიდის კონსტრუქცია თავიდან ბოლომდე შეიცვლება და მოწესრიგდება.
„პირველ რიგში, დავუკვეთეთ კვლევა, რომ ხიდის არსებული მდგომარეობა გაგვეგო. მივიღეთ ძალიან მძიმე შედეგი, რადგან ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია. მაშინვე დავუკვეთეთ პროექტი და სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. ორივე ზოლი წლის ბოლომდე დასრულდება. იმ კონკრეტულ მონაკვეთს, რომელზეც ახლა მიმდინარეობს სამუშაოები, სამი თვე დასჭირდება. ხიდის კონსტრუქცია და საყრდენები თავიდან ბოლომდე იცვლება და ახალი, განახლებული და ყველანაირად მოწესრიგებული ხიდი გვექნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე განცხადებით, მომავალ წელს კახეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია იგეგმება.
„გარდა ამისა, ჩვენ კახეთის გზატკეცილზე დაწყებული გვაქვს სათადარიგო საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. წელს დავიწყეთ მარცხენა მხარე და რამდენიმე კვირაში უკვე მარჯვენა მიმართულებასაც დავიწყებთ. მომავალ წელს, განათებებითა და გამწვანებით კახეთის გზატკეცილის, ცენტრალური მაგისტრალის სრულ რეაბილიტაციას ვგეგმავთ და ამ მიმართულებით, ყველანაირი სამუშაო ჩატარდება. არსებობს გარკვეული მონაკვეთები, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. სამწუხაროა ის ვითარება, რომელიც გვაქვს.
შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს და მომავალ წელს, მთლიანი გზატკეცილის რეაბილიტაცია მოხდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ე.წ. ვარკეთილის ხიდების აღდგენა-რეკონსტრუქციის პროექტის პირველ ეტაპზე, სამი თვით, აეროპორტის მიმართულებით საავტომობილო მიმოსვლა შეიზღუდა; აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო მიმოსვლა საპირისპირო მიმართულებაზე გადაერთო და მოძრაობა ორმხრივი გახდა; სამუშაოების წარმოების მეორე ეტაპზე, შეზღუდვა აეროპორტიდან მომავალ მიმართულებაზე იმოქმედებს და საპირისპირო მიმართულება ორმხრივი გახდება.
პროექტის განხორციელების პროცესში, თბილისის მერია საპატრულო პოლიციასთან ერთად, საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებული დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად, კოორდინირებულად მუშაობს.
კახა კალაძესთან ერთად, ე.წ. ვარკეთილის ხიდების აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გაგი ბუაძე, სამგორის რაიონის გამგებელი კახა გულედანი, საკრებულოს და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები გიორგი დოხტურიშვილი და შოთა ხაბარელი გაეცნენ.
წყარო : /www.for.ge/
წაკითხულია : 154
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
13:0019.04.24
-
12:4019.04.24
-
საფრანგეთი უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში იჭრება - რაშია საშიშროება?
12:2019.04.24
-
12:0019.04.24
-
ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა
11:3919.04.24
-
11:1519.04.24
-
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
10:5319.04.24
-
10:2319.04.24
-
10:0019.04.24
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტოს დაადებს
10:0018.04.24
-
18:0017.04.24
-
ირაკლი კობახიძე - კანონი არის ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას
17:3117.04.24
-
ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდა
16:4617.04.24
-
16:0017.04.24
-
გრიგოლ ვაშაძე პარლამენტს ტოვებს
15:2917.04.24
-
მამუკა მდინარაძე - ევროპა არის გამჭვირვალობა, დემოკრატია და განვითარება
14:5117.04.24
-
კახა კალაძე - ყველაფერი გაკეთდება, რათა ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე
14:0017.04.24
-
40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის ტენდერი დასრულებულია
13:1517.04.24
-
12:4117.04.24
-
12:4117.04.24
-
11:4917.04.24