პოლიტიკა

სოფიო კილაძე - მამუკა ბახტაძე არის ძალიან ღირსეული ადამიანი

14.06.18 22:00


მამუკა ბახტაძე არის ძალიან ღირსეული ადამიანი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ადამინის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ, პრემიერ-მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურის განხილვის თაობაზე დასმული კითხივს საპასუხოდ განუცხადა.

როგორც კილაძემ აღნიშნა, მმართველ გუნდში რამდენიმე კანდიდატი განიხილება, თუმცა კონკრეტულ სახელებზე ის ამ ეტაპზე არ ისაუბრებს.

„ჩვენი მთავარი მიზანი ის არის, რომ გვყავდეს ისეთი პრემიერ-მინისტრი, რომლის სოციალური პოლიტიკა, ბიზნესის გვერდით დგომასთან ერთად იქნება ძლიერი. ჩვენ გვაქვს სერიოზული გამოწვევები სიღარიბის კუთხით, ჩვენ გვაქვს სერიოზული გამოწვევები იმ კუთხით, რომ ადამიანებს სჭირდებათ სამუშაო ადგილები იმისთვის, რომ მათი ღირსეული ცხოვრება იყოს უზრუნველყოფილი. გუნდში არის განწყობა, რომ სოციალურთან ერთად უნდა გაძლიერდეს ეკონომიკური მიმართულება, რადგან სოციალური დაცვა და სოციალური პოლიტიკა ვერ იქნება ქვეყანაში ძლიერი, თუ ძლიერი ეკონომიკა არ შეიქმნა. აქედან გამომდინარე, ორივე მიმართულება არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი - როგორც ეკონომიკის გაძლიერება იმისთვი,ს რომ შეიქმნას სამუშაო ადგილები, ასევე იმავდროულად ძლიერი სოციალური პოლიტიკა, სადაც ქვეყანაში შექმნილი დოვლათი თანაბრად იქნება გადანაწილებული“, - განაცხადა სოფიო კოლაძემ.

დეპუტატის შეფასებით, გიორგი კვირიკაშვილმა პასუხისმგებლობა აიღო იმ ვითარებაზე, რაც დღეს ქვეყანაშია შექმნილი.

„გიორგი კვირიკაშვილი ღირსეული ადამიანია და მას ჰქონდა და აქვს საზოგადოების მხარდაჭერა, მათ შორის, გუნდის მხარდაჭერაც. მაგრამ მან მიიღო ის გადაწყვეტილება რაც მიიღო. მან აიღო პასუხისმგებლობა იმ სიტუაციაზე, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან სწორ სოციალურ პოლიტიკას ვატარებდით ეს წლები, მაგრამ გვჭირდება უფრო მეტი“, - განაცხადა კილაძემ.

კითხვაზე - პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელდება თუ არა ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძე, სოფიო კილაძემ განაცხადა, რომ „მამუკა ბახტაძე არის ძალიან ღირსეული ადამიანი“.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები