ეკონომიკა

„მამუკა ბახტაძის ახალი ინიციატივა – განაკვეთის 50 პროცენტამდე შემცირება, სწორია“

15.06.18 17:15


„თი-ბი-სი” ბანკის გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის განაცხადებით, „თი-ბი-სი” ბანკი მაღალპროცენტიანი სესხების ბაზარზე არასდროს ყოფილა.

„შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩვენი საქმიანობის 1 პროცენტზე ნაკლები აქტივობა იყო ყოველთვის და დღესაც არ არის ჩვენი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სეგმენტი. აქედან გამომდინარე, არასდროს იყო ჩვენი ძირითადი საქმიანობის სფერო“, – აცხადებს ბუცხრიკიძე.

რაც შეეხება ჭარბვალიანობას, მისი თქმით, ეს ძირითადად, ეხებათ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს.

„რაც შეეხება ჭარბვალიანობას, ეს ძირითადად ეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს. თუ შევადარებთ საკრედიტო პორტფელის ხარისხს, რა ტიპის სესხებს იძლევიან ბანკები, ამ შემთხვევაში, ძირითადად, ეს არის ბიზნეს-სესხების დაფინანსება, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ჭარბვალიანობა გამოწვეულია ძირითადად მიკროსაფინანსო კომპანიების დაფინანსებით. ბოლო ინიციატივები, როდესაც რეგულაციაში მოექცა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები საპროცენტო განაკვეთების ჯერ 100 პროცენტამდე შემცირებით და დღეს მამუკა ბახტაძის ახალი ინიციატივა განაკვეთის 50 პროცენტამდე შემცირება, სწორი ინიციატივაა, – განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

მან ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობაზეც ისაუბრა.

„18 თვის განმავლობაში საკმაოდ პოზიტიური შედეგი იყო, იგივე ბიუჯეტის შემოსავლების, ინვესტიციების განხორციელების კუთხით. ასევე, ეკონომიკური ზრდა ბოლო თვეების განმავლობაში 5,5 პროცენტზე მეტი იყო, ხოლო ბოლო თვის განმავლობაში 6,5 პროცენტს გადასცდა, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი და აღნიშნული შედეგი აჩვენებს ყველაფერს“, –აღნიშნა ბუცხრიკიძემ.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები