მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანმა ილჰამ ალიევი გაიცნო

15.06.18 17:30


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ერთმანეთს გააცნო.

ამის შესახებ ფაშინიანმა Facebook-ის გვერდზე დაწერა.

მისი ინფორმაციით, გაცნობა რუსეთ-საუდის არაბეთის მატჩის დასრულების შემდეგ მოხდა.

„მატჩის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა დსთ-ს ქვეყნების ლიდერების ფორმატში პატარა წვეულება მოაწყო. იქ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც იმყოფებოდა და რუსეთის პრეზიდენტმა გაგ ვაცნო. ასეთი გაცნობა შედგა“,-დაწერა ფაშინიანმა და დასძინა, რომ „სხვა სახის საუბარი ან რაიმე საკითხის განხილვა არ მომხდარა“.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი მოსკოვში 2018 წლის ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები