საზოგადოება

აჭარის მთებში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება

06.07.16 15:30


აჭარაში კიდევ ერთი მრავალნომრიანი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა დაიწყო. სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძზე’’ საძირკველი ჩაეყარა დასასვენებელი კომპლექსის Alliance Resort მშენებლობას.

სასტუმროს მშენებლობა 24 თვეში დასრულდება. 100 ნომრიანი „ალიანს რეზორტი“ 3 120 კვ.მ ტერიტორიაზე აშენდება და ერთდროულად 250-მდე დამსვენებლის მიღებას შეძლებს. პროექტში დასაქმდება 100-მდე ადგილობრივი. კომპლექსში იგეგმება თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარება: საცურაო აუზი, ტენისის კორტები, ბავშვთა გასართობი ცენტრი, ბარი, რესტორანი, გამაჯანსაღებელი კომპლექსი, კაზინო, საკონფერენციო დარბაზი, მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომი და სხვა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ორგანიზებით 2 ივლისს, გოდერძის ტერიტორიაზე მოეწყო საბანაკე ტერიტორია, სადაც ტურისტები შეძლებენ დაბანაკებას, როგორც საკუთარი, ასევე ადგილზე ნაქირავები კარვებით. ბანაკიდან შესაძლებელია გასვლა სხვადასხვა საფეხმავლო მარშრუტებზე, როგორიცაა: ხიხანის ციხე, მწვანე ტბა, გაქვავებული ტყე, ბეშუმი და სხვა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ახორციელებს ადგილობრივი გიდების გადამზადებას, რომლებიც მოემსახურებიან ტურისტებს აღნიშნულ მარშრუტებზე. კურორტზე ამ ეტაპზე განთავსებულია 7 საცხოვრებელი სასტუმროს ტიპის კოტეჯი, ასევე ერთი სასტუმრო და ადმინისტრაციული შენობა.

სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის განვითარება 2011 წლიდან დაიწყო.

საბოლოო გეგმის მიხედვით კურორტმა 7 ათასი დამსვენებლის ერთდროულად მიღება უნდა შეძლოს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები