პოლიტიკა

მთავრობის განახლებული შემადგენლობა შესაძლოა დღეს დასახელდეს

18.06.18 14:00


მთავრობის განახლებული შემადგენლობა შესაძლოა დღეს დასახელდეს - პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, მამუკა ბახტაძე მთავრობის მომავალ წევრებსა და სამოქმედო პროგრამას პირველ ეტაპზე პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარადგენს. რეგლამენტის მიხედვით, პრემიერობის კანდიდატს კიდევ რამდენიმე დღიანი ვადა აქვს. თუმცა, ზუსტი თარიღი სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი:

„თუ მოესწრება შესაძლებელია, რომ ეს საკითხი ბიუროს სხდომაზე შემოვიდეს. ქალბატონი თეა ასრულებს თავის მოვალეობას მაღალ დონეზე. საზოგადოება გადადგომას ითხოვს, ეს არ არის არგუმენტი. არგუმენტი არის ის მაგალითად, პირობითად ვამბობ, რომ ამა და ამ საკითხზე მიიღო უკანონო გადაწყვეტილება. სავარაუდოდ რაღაც ცვლილებები იქნება, ეს შემიძლია გითხრათ,“-აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.

მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის მხარდაჭერაზე უარს აცხადებს ოპოზიცია.

„თუ დარჩა იუსტიციის მინისტრი, სხვა ძალოვანი მინისტრები და ყველა ის ადამიანი, რომლებმაც მთავრობა ჩააგდეს კრიზისში, მაშინ მთავრობის დამტკიცების მეორე დღიდანვე გაჩნდება მოთხოვნა, რომ გადადგეს ეს მთავრობა,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა რომან გოცირიძემ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები