პოლიტიკა

კახა კალაძე - „ქართული ოცნების“ გუნდში სამინისტროების შემცირებაზე მსჯელობა მიმდინარეობს

18.06.18 14:15


„ქართული ოცნების“ გუნდი სამინისტროების შემცირებაზე მსჯელობს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრების შესახებ ინფორმაცია დღეს ან ხვალ გახდება ცნობილი.

„მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებაზე გუნდში მსჯელობა დაწყებულია. ძალიან მალე, ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის, თუ ვინ იქნება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარმოდგენილი. რაც შეეხება სამინისტროების შემცირებას, გუნდში მსჯელობა ამაზეც მიმდინარეობს. ესეც ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის“, - განაცხადა კალაძემ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები