ხუნწის ციხის ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოების გასაგრძელებლად ტენდერი გამოცხადდა

18.06.18 15:30


მარტვილის მუნიციპალიტეტში ხუნწის ციხის ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოების გასაგრძელებლად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, იგეგმება კვლევის სამუშაოების წარმოება ციხის დასავლეთ კოშკის მიმდებარედ, ასევე არქეოლოგიური გათხრები უნდა დაიწყოს ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდობზე. შესრულებულ სამუშაოებზე ანგარიშის წარდგენის ბოლო ვადა 20 სექტემბერია. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 21182 ლარია.

ხუნწის ციხეში გათხრის სამუშაოები 2015-2017 წლებშიც მიმდინარეობდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ამბობენ, რომ სამუშაოების გაგრძელება მნიშვნელოვანი ინფორმაციით გაამდიდრებს მე-4-6 საუკუნეების ეგრისის სამეფოს ისტორიას.

გათხრებისას შესაძლოა იპოვონ მეექვსე საუკუნის ციხე-სიმაგრე ონოგურისის ნაშთები, რომელიც ეგრისში მიმდინარე ბიზანტია-სასანიდური ირანის ომების დროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ციხე-სიმაგრეს წარმოადგენდა. მას ქართველი მეცნიერები დიდი ხანია ეძებენ.

ხუნწის ციხეს ძეგლის სტატუსი 2016 წელს მიენიჭა.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები